რუსეთის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინი“ საკუთარ მოედანზე „ნიჟნი ნოვგოროდს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში 28-ე წუთიდან ჩაერთო და სამწუხაროდ, მეორე ტაიმის დებიუტში თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყაზანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა წაგებული მატჩი შეაფასა:
„როდესაც ნიჟნის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, სათადარიგოდან ყვიროდნენ, რომ პენალტი დრეიერს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ხვიჩამ ეპიზოდის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა. გუშინ დრეიერს ვუთხარი, რომ თუ მეტოქის კარში პენალტი დაინიშნებოდა, ის დაარტყავდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიტანდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა.
კვარაცხელიასთვის ეს უკვე მეორე სეზონია რაც მაღალ დონეზე თამაშობს. ზოგადად, წარმატებული სეზონის შემდეგ, მეორე წელი ყოველთვის უფრო რთულია. მას ყველა იცნობს და მისი ყველას ესმის. მისი მდგომარეობა ახლა გაცილებით რთულია. ცხადია, ის მღელვარება და აჟიოტაჟი, რომელიც მის გარშემო დიდი ხანია არსებობს, მასზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა, ის მარტო არაა, ჩვენ მის გვერდით ვართ. ამ მდგომარეობას ერთად გავივლით“, – ციტირებს ლეონიდ სლუცკის სიტყვებს „რუბინის“ ვებ-გვერდი.
ხვიჩას ცუდი მატჩი – რუბინი ნიჟნი ნოვგოროდთან დამარცხდა | VIDEO





