საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემა „სპორტი იმედზე“-ში ოცნების გუნდზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.
“ჩემი ოცნება რეალში თამაშია, რადგან ბავშვობიდან ამ გუნდს ვგულშემატკივრობ. არჩევანის გაკეთება რთულია. დიდი ფეხბურთის თამაში მინდა და ევროპისკენ ვისურვებდი წასვლას.
კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაქვს, მაგრამ თუ კარგი შემოთავაზება იქნება, რუბინში დარჩენას არ ვაპირებ და აუცილებლად წავალ.
ხოლო თუ რუსეთში დავრჩები, მხოლოდ რუბინში ვითამაშებ.ამ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ”, – განაცხადა კვარაცხელიამ.





