ხვიჩა კვარაცხელია ლონდონის „ტოტენჰემის“ ინტერესის სფეროში ნამდვილადაა. Sky Sports-ის ჟურნალისტი ლაილ ტომასი „ტოტენჰემის“ სატრანსფერო გეგმებზე წერს და იტყობინება, რომ ინგლისური გუნდი კვარაცხელიათი დაინტერესებულია.
ხვიჩა არ არის „ტოტენჰემის“ ერთადერთი სამიზნე შეტევაში და ქართველ ფეხბურთელს კონკურენტი ჰყავს, „ვულვზის“ ესპანელი შემტევი ადამა ტრაორე.
„ტოტენჰემში“ იმედი აქვთ, რომ კიდევ ერთ შემტევს დაიმატებენ. აქ გუნდს ორი ვარიანტი აქვს – ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ და ადამა ტრაორე „ვულვზიდან“. „სპურსს“ კვარაცხელია აინტერესებს, ის 20 წლის ქართველი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ინტერესი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
ამავდროულად, ტრაორე არის ფეხბურთელი, რომელიც ნუნო სანტუშის ხელმძღვანელობით „ვულვზში“ თამაშობდა და ის ერთ-ერთი ვარიანტია, რომლის დამატებასაც კლუბი იჯარის წესით განიხილავს. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ორ კვირაში „ტოტენჰემი“ კიდევ უფრო აქტიური იქნება. მათ ფეხბურთელების დამატება სურთ, მაგრამ ამისთვის კლუბიდან მოთამაშეები უნდა წავიდნენ, რათა გუნდმა სხვა ფეხბურთელები დაიმატოს“, – წერს გავლენიანი გამოცემა.
„რუბინმა“ კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის განაცხადიდან დროებით წაშალა. კლუბმა ოფიციალურ მიზეზად ტრავმა დაასახელა, მაგრამ შესაძლოა, ამის მოტივი სავარაუდო ტრანსფერიც იყოს.
ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე ბევრს საუბრობენ. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღეა დარჩენილი.





