ყაზანის „რუბინი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და მორიგი ამხანაგური მატჩი სტუმრად „ურალთან“ ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი 70-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა.
ქართველი ტალანტი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 65 წუთი გაატარა. მას მე-2 ტაიმის დასაწყისში გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ თავის გუნდს სარგებელი ვერ მოუტანა. ითამაშა ზურიკო დავითაშვილმაც, რომელიც ლეონიდ სლუცკიმ შეხვედრაში 65-ე წუთიდან ჩართო.
მატჩი ურალმა პირველივე ტაიმში ეგორიჩევის დუბლით, 2:0 მოიგო.





