რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში, „რუბინმა“ შინაურ კედლებში მოულოდნელი მარცხი იწვნია და „ხიმკისთან“ 1:3 წააგო.
პირველ ტაიმში, როდესაც ყაზანური გუნდი ჯერ კიდევ 0:1 აგებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშის გათანაბრების იდეალური შანსი მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან მეტოქის კარს ბურთი ააცილა.
20 წლის ახალგაზრდა ტალანტმა ეს მარცხი ძალიან განიცადა და საჭიროდ ჩათვალა „რუბინის“ გულშემატკივრებისთვის ბოდიში მოეხადა.
„იმედები გაგიცრუეთ და ამისთვის გულწრფელ ბოდიშს გიხდით. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მარცხიც და გამარჯვებებიც. ეს წაგება უფრო გაგვაძლიერებს და გაცილებით მოტივირებულები დავბრუნდებით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“ – წერს ხვიჩა კვარაცხელია ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.





