ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოდის. ყაზანის “რუბინის” დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განცხადება გააკეთა.
ყაზანის “რუბინს” კვარაცხელიას სანაცვლოდ არანაირი შეთავაზება არ მიუღია. ხვიჩა ახლა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიდის და “რუბინში” რჩება,” – განაცხადა საიმანოვმა
ტრავმის გამო 20 წლის ფეხბურთელი ნაკრების განცხადში არ არის, აქედან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კვარა ჯვაროსნების საგულშემატკივროდ ჩამოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში 2 სექტემბერს კოსოვოს მიიღებს და 5 სექტემბერს ესპანეთს ესტუმრება. 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანგურ მატჩში ბულგარეთის ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.





