ყაზანის “რუბინი” წელს კონფერენსლიგაზე იასპარეზებს და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ “რაკოვს” დაუპირისპირდება. ყაზანელები 5 აგვისტოს სტუმრად ითამაშებენ, 12-ში კი შინ. “სპორტ ექსპრესის” ინფორმაციით, ამ მატჩებისთვის “რუბინის” განაცხადში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა ქართველი კონფერენსლიგაზე თამაშს მაინც მოახერხებს.
საქმე ისაა, რომ რუბინს განაცხადში, რეგლამენტით გათვალისწინებული 25 მოთამაშის ნაცვლად, 21 ჰყავს და ამის მიზეზი შემადგენლობაში კლუბის აღზრდილი ფეხბურთელების სიმცირეა. როგორც ირკვევა, ხვიჩა ძირითად, A სიაში ამ მიზეზით ვერ მოხვდა, მაგრამ მისი შეყვანა B სიაში მაინც შესაძლებელია, რადგან 2000 წლის პირველი იანვრის შემდეგ არის დაბადებული და ზედიზედ ორი წელიწადია “რუბინში” თამაშობს.





