საქართველოს ნაკრების მცველმა, დავით ხოჭოლავამ დონეცკის „შახტართან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
Sportarena-ს ცნობით, უკრაინული კლუბი ქართველი მცველის თამაშით კმაყოფილები არიან და მისი შენარჩუნება დიდი ხნით სურთ. მიმდინარე სეზონში ხოჭოლავამ ისეთი გუნდების წინააღმდეგ ითამაშა, როგორებიც არიან მადრიდის „რეალი“ და მილანის „ინტერი“.
საბოლოოდ, 27 წლის ფეხბურთელის გუნდმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგის ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს. დონეცკელებმა უკან მილანის ინტერი ჩამოიტოვეს და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოთიოშეს.
ხოჭოლავამ „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში, ქართველმა მცველმა დონეცკელების შემადგენლობაში 76 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.





