მისი კარიერა ორ ათეული წელი გაგრძელდა და იტალიის ნაკრების მაისურაც 28-ჯერ მოირგო. ჯანლუიჯი ბუფონის სახით ისეთი კუნკურენტი ჰყავდა, გასაკვირი არ არის, რომ უმთავრესად სარეზერვო მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძირითად მეკარედ გადაიქცა. მიზეზი კი ბუფონი ტრავმა იყო, რომელიც ჯიჯიმ ტურნირამდე 8 დღით ადრე მიიღო.
ტოლდომაც ჯიჯი ღირსეულად შეცვალა და იტალიის ნაკრების ფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, „სკუადრა აძურა“ კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა. საკლუბო კარიერის ძირითადი ნაწილი კი „ფიორენტინასა“ და „ინტერში“ გაატარა.

პრაიმსპორტის რუბრიკაში „სპორტული მოგონებები“ დღეს სწორედ გამოჩენილ იტალიელ მეკარეს შეგახვედრებთ.









