კოპენჰაგენში, დანიის და ფინეთის ნაკრებებს შორის მატჩის დროს მომხდარი ამბავი ალბათ საფეხბურთო სამყაროს არასოდეს დაავიწყდება.
ეს იყო სრული შოკი. ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები და ტელეეკრანებთან მსხდომი მილიონობით ადამიანი გარინდული შესცქეროდნენ თუ როგორ ებრძოდა დანიელთა ვარსკვლავი, 29 წლის კრისტიან ერიქსენი სიკვდილს, რომელსაც მოედანზე გულის შეტევა დაემართა და უგონოდ დაეცა.
საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, კრისტიან ერიქსენი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
სკანდინავიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა ერიკსენის ინციდენტზე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„ეს საშინელება იყო. ასეთ განცდას არავის ვუსურვებ. როგორც მწვრთნელი აღმოვჩდნი სიტუაციაში, როდესაც მოედანზე კინაღამ ადამიანი დავკარგეთ.
აღელვებული ვარ და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. რთულია გადმოვცე ის განცდა, რაც დამეუფლა. ეს სრული კოშმარი იყო. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია იმის ყურება თუ როგორ იბრძვის შენი მეგობარი სიცოცხლისთვის.
კრისტიანი საუკეთესო ადამიანია, აღარაფერს ვამბობ მის საფეხბურთო ოსტატობაზე. ყველანი მისთვის ვლოცულობთ. ფიქრებით მასთან და მის ოჯახთან ვართ.
მესმის კიაერის. მან მომხდარი ძალიან განიცადა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ამაყი ვარ, რადგან ვუყურებდი ასეთ დროს ხალხი ერთმანეთს გვერდში როგორ ედგნენ. მძიმე და ურთულესი ღამე იყო. ყველას გაგვახსენდა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე“ – აღნიშნავს დანიელთა თავკაცი.








