მიუნხენის ბაიერნის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გუნდის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი შეაქო.
– როდესაც ლევანდოვსკის განვიხილავთ, ვსაუბრობთ საუკეთესო თავდამსხმელზე, ან სულაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელზე?
– მან FIFA-სგან მიიღო ჯილდო, როგორც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშემ, ამიტომ ჩემთვის ყველაფერი აშკარაა. თუმცა დიახ, ბოლო დროს დიდი ტალანტები გამოჩნდნენ, როგორც მაგალითად კილიან მბაპეა.
ამის მიუხედავად, რობერტ ლევანდოვსკი ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის უკეთესია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, – განაცხადა რუმენიგემ.





