საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.
„ბორჯღალოსნების“ დამრიგებელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რაგბის კავშირის ხელმძღვანელები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსს თითქმის 3 თვის განმავლობაში ებრძოდა. ვირუსისგან გამოწვეული გართულებების გამო მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედაც ფასდებოდა, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.








