თბილისის მერი, კახა კალაძე ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრების დამარცხებას ულოცავს.
კალაძემ მისალოცი წერილი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა:
„გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს! ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს და თავიანთი წარმატებით კიდევ ერთხელ გაახარეს საქართველო.
ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს, ვულოცავ მთელ საქართველოს!“ – წერს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კალინინგრადში 6:23 მოუგეს და ზედიზედ მეოცედ, ისტორიაში კი 23-ედ გამარჯვება მოიპოვეს.
ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით შეხვედრას 28 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.





