La Gazzetta Dello Sport-მა საქართველოს ნაკრების და “მილანის” ყოფილ ფეხბურთელთან კახა კალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
“ვინც “მილანში” თამაშობს, ერთის მხრივ, ჯერ ამ მაისურის ტარების პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, რომელსაც ყოველთვის პატივი უნდა სცეთ, გულით უნდა ითამაშო. “მილანი” ოჯახი იყო, უკან არავის ვტოვებდით. მთავარი იყო გამარჯვება და ბოლომდე დახარჯვა. როდესაც მალდინის, ნესტას, შევჩენკოს გვერდით აღმოჩნდები არ შეიძლება კლუბს იმედი გაუცრუო, მათ უნდა მოუსმინო და ისწავლო.”
“მილანი” ჩემი მეორე ქალაქია, როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, ოჯახური ატმოსფეროა. იტალია ბრწყინვალე ქვეყანაა და იტალიელები ფანტასტიკური ხალხია. “მილანის” გულშემატკივრები განსაკუთრებულნი არიან, ისინი არასდროს დაგივიწყებენ წლების გასვლის მიუხედავად. ვინც დღეს “მილანში” თამაშობს, ვეტყვი, რომ უნდა იამაყონ, ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს და ყოველთვის პატივი უნდა სცენ, არასდროს დანებდნენ, რადგან თუ დანებება შეგიძლია, “მილანში” ვერ ითამაშებ.”
“იუვენტუსთან“ მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მილანურ დერბიში გატანილი გამარჯვების გოლი ჩემს კარიერაში საუკეთესოა.”
“მალდინის პლაკატი ჩემს საძინებელში მქონდა და წარმოიდგინეთ, შემდეგ მის გვერდით აღმოვჩნდი. საოცარი იყო. სამუშაო, რომელიც მან აქამდე გააკეთა, როგორც მენეჯერმა, შესანიშნავია.”
“მილანი” კარგად მოიქცა იბრაჰიმოვიჩი, რომ შეინარჩუნა. ზლატანი ლიდერია, რომელიც ზრდის ლეაოს, ტონალის, სალმაეკერსს, ტომორის, რომელიც ძალიან ძლიერია და კიაერთან ერთად თამაშით კიდევ უფრო გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ორ წელიწადში “მილანი” ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლეს დონეს დაუბრუნდება”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე “მილანში” 2001-2010 წლებში თამაშობდა. მან 284 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ასევე ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ კი სკუდეტო მოიგო.








