კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიათ იტალიური გრანდებიდი დაინტერესდნენ.
კალაძის თქმით მას მეგობრები დაუკავშირდნენ და მისი აზრით დაინტერესდნენ.
„ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან („ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი) – „ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი აზრით დაინტერესდნენ
მე როგორც გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ ისეთ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, სადაც უფრო მეტ თამაშს შეძლებს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. მერე უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ძლიერ გუნდში გადავიდეს. ჩემთვის ასეთი კიევის „დინამო“ იყო, სადაც გამოსვლამ „მილანში“ გადასვლა ძალიან გამიადვილა. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ვარსკვლავი გახდეს“, – განაცხადა კალაძემ.





