ლივერპულის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ჩვენ ეს არ მოგვწონს და არც გვინდა, რომ ეს მოხდეს. ეს არის ჩვენი კოლექტიური პოზიცია.
ჩვენი ვალდებულება კლუბისა და მისი გულშემატკივრების მიმართ აბსოლუტური და უეჭველია.
You’ll Never Walk Alone.”– დაწერა ჰენდერსონმა.
მსგავსი განცხადებები Twitter-ზე ჯეიმს მილნერის, ნეკო უილიამსისა და ტრენტ ალექსანდრე-არნოლდის გვერდებზეც გამოჩნდა, ხოლო ვირჯილ ვან დიკმა ამ შეტყობინებას ე.წ. რეტვიტი გაუკეთა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰენდერსონმა სუპერ ლიგასთან დაკავშირებით, საერთო პოზიციის შესამუშავებლად, პრემიერ ლიგის ყველა კლუბის კაპიტნის შეხვედრა დააორგანიზა.





