ხშირია შემთხვევები, როდესაც ესა თუ ისე ფეხბურთელი რომელიმე გუნდში განათხოვრების შემდეგ გაცილებით უკეთ ათამაშებულა. მსგავსი ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ჯესი ლინგარდის წარდგენა ფეხბურთის, განსაკუთრებით კი ინგლისის და „მანჩესტერ იუნატედის“ ქომაგებს ნამდვილად არ უნდა სჭირდებოდეთ. ნიჭიერი ფორვარდი წითელი ეშმაკებიდან არენდის წესით „ვესტ-ჰემში“ გადაბარგდა და ალბათ თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მართებული ნაბიჯიც გადადგა.
თავად განსაჯეთ – ლინგარდმა ლონდონელთა რიგებში ბოლო 9 მატჩში უკვე 8 გოლი გაიტანა და „ვესტ-ჰემის“ მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა.
ევროპული გრანდების ინტერესმაც არ დააყოვნა. ლინგარდის გადაბირების სურვილი ერთბაშად რამდენიმე ტოპ გუნდს გაუჩნდა. მათ შორის არიან „პსჟ“, „ინტერი“ და „რეალი“.
თავად ლინგარდს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ორი აზრი არ არისებობს, რომ მისი სურვილია მომავალ სეზონში იმ გუნდის რიგებში იყოს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ეჭვგარეშეა, რომ „ვესტ-ჰემს“ ჯესი ლინგარდის შენარჩუნება, „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გამოსყიდვა და სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება მოუწადინებია.
ჯესი ლინგარდმა წინა სეზონში მანჩესტერული გრანდის მაისურით 40 მატჩში ოდნე 4 გოლი გაიტანა. „ვესტ-ჰემთან“ იჯარის ვადა 31 მაისს იწურება, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში.





