ბუნდესლიგის გასულ ტურში დორტმუნდის ბორუსია არმინიას დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
„შავ-ყვითელთა“ რიგებში ტრადიციულად შესანიშნავი ინგლისელი ვინგერი ჯეიდონ სანჩო იყო, რომელმაც ამ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა შემტევმა ამ მატჩში მორიგი რეკორდი დაამყარა. ის ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც 50 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყების წინ, არ წყდებოდა სპეკულაციები 20 წლის ფეხბურთელის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის თაობაზე, თუმცა დორტმუნდელებმა ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნება მაინც მოახერხეს.





