თბილისის „დინამო“ ევროტურნირებს დანაკლისით ხვდება. ტრავმის გამო, გუნდს მომდევნო მატჩებში ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარება. 28 წლის ნახევარმცველი მუხლზე ოპერაციას უახლოეს დღეებში გაიკეთებს, რის გამოც მოედანზე გასვლას აგვისტომდე ვერ შეძლებს.
ჯანო ანანიძე თბილისურ გუნდთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვარჯიშობდა, რამდენიმე კვირის წინ კი მასსა და „დინამოს“ შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.
ფეხბურთელმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ჯანო მოედანზე ეროვნული ლიგის მე-12 ტურში, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ, 64-ე წუთზე, შეცვლაზე შევიდა.





