უკრაინელი ჩოგბურთელის ელინა სვიტოლინას ცქერა, როგორც კორტზე, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში უდავოდ სასიამოვნო პროცესია. მისი გარეგნობის წყალობით ის არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ჟურნალების მოთხოვნადი პერსონა და ცხელი ფოტოსესიით აუძგერებია თაყვანისმცემლების გულები.
26 წლის სვიტოლინა ამჟამად ფრანგი მეჩოგნის გაელ მონფისის შეყვარებულია. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს, რასაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც ნათელს ხდის, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად კმაყოფილი დარჩებოდა მონფისი მისი გულისწორის ამასწინანდელი ქმედებით.

არა, სვიტოლინა სასიყვარულო მიმოწერაში არ გამოუჭერიათ, მაგრამ ინსტაგრამის ურიცხვ მომხმარებელს თხოვნა აუსრულა, რომლებიც უკრაინელ ჩოგბურთელს ტატუს ჩვენებას თხოვდნენ.
„მოგწონთ? იმედია უფრო ინტიმურ ადგილებზე გაკეთებული ტატუების ჩვენებას არ მომთხოვთ“ – წერს ელინა სვიტოლინა თაყვანისმცემლებს.
ელინა სვიტოლინას კარიერაში 17 ტიტული აქვს მოგებული. მან ერთხელ შემაჯამებელ ტურნირზე ჩემპიონობაც შეძლო, ამჟამად კი რეიტინგის მე-5 ნომერია.








