არც ისე დიდი ხნის წინ იყო, ელინა სვიტოლინამ გაელ მონფისთან დაშორების შესახებ რომ გამოაცხადა. უკრაინელი ლამაზმანი და ფრანგი ჩოგბურთელი ერთმანეთს საკმაო ხანს ემიჯნურებოდნენ, თუმცა შემდეგ გარკვეული ხნით პაუზის აღება გადაწყვიტეს. ბევრს ეგონა, რომ ამით მათი ურთიერთობა დასრულდებოდა, თუმცა შეცდნენ.
დაშორდნენ, მაგრამ უერთმანეთოდ დიდხანს მაინც ვერ გაძლეს. უფრო მეტიც – სულ მალე კიდევ ერთი საჩოგბურთო ოჯახი შეიქმნება. გაელ მონფისმა სვიტოლინას ცოლობა სთხოვა და 5,5 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედიც აჩუქა, რომლის ღირებულებაც 700 ათას ევროს შეადგენს.
:format(jpeg):quality(90)/http://www.prosport.ro/wp-content/uploads/2021/04/svitolina-monfils-5-1.jpeg)
-„მან თქვა კი. მადამ მონფის“ – დაწერა გაელ მონფისმა სოციალურ ქსელში.
-დიახ, ეს ჩვენი სამუდამო ერთად ყოფნის დასაწყისია“ – უპასუხა სვიტოლინამ.
34 წლის გაელ მონფისს კარიერაში 10 ტიტული აქვს მოგებული და სავარაუდოდ ჩოგნის ქნევასაც მალე შეეშვება, ხოლო ელინა სვიტოლინა ჯერ მხოლოდ 26 წლის არის, მსოფლიოს მეხუთე ჩოგანია, თუმცა ჯერ მხოლოდ WTA-ს ორი ტურნირის გამარჯვებულია.
ელინა სვიტოლინას და გაელ მონფისის გრანდიოზული ქორწილი ივლისის თვეშია დაგეგმილი.





