„ლივერპულს“ მიმდინარე სეზონში არათანმიმდევრული სეზონი აქვს, თუმცა ყოველთვის ხომ უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშებ. მერსისაიდელები 34 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, თუმცა ეს ალბათ დროებითია და იურგენ კლოპის შეგირდები ტიტულის შესანარჩუნებლად ანუ საჩემპიონოდ აუცილებლად გაიწევენ.
მანამდე კი „ლივერპულმა“ სენსაცირი მარცხი იწვნია. გუნდმა შინაურ კედლებში „ბარნლისთან“ 0:1 წააგო და ამით ის დიდებული სერია შეწყდა, რომელიც კლოპის გუნდს ჰქონდა. „ლივერპულს“ ენფილდზე ზედიზედ 68 მატჩი არ წაეგო. ოდესმე ეს კი შეწყდებოდა, მაგრამ „ბარნლისგან“ ცოტა მოულოდნელი კი იყო.
გულდაწყვეტილია იურგენ კლოპიც და ამბობს, რომ ეს მატჩი არ უნდა წაეგოთ.
„ეს ჩემი ბრალია. წავაგეთ მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამიტომაც, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. თითქოს ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, უპირატესობასაც ვფლობდით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ფეხბურთელები სათანადოდ ვერ ირჯებოდნენ.
ყველა მატჩში წარმატებას ვერ მიაღწევ, ეს ფეხბურთია, თუმცა არც წაგების აღიარებაა სირცხვილი. ისე კი „ბარნლისგან“ წაგებით მართლაც შეუძლებელი შევძელით“ – ამბობს იურგენ კლოპი.








