ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა მის გუნდს პრემიერ ლიგის ცხრილში 4 საუკეთესოს შორის ადგილის დაკავება.
ამ დროისთვის მერსისაიდელები მეშვიდე ადგილს იკავებენ და მეოთხე პოზიციას შვიდი ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონატის დასრულებამდე კი ლივერპულს ხუთი თამაში დარჩა.
„არ ვარ დარწმუნებული, კიდევ გვაქვს თუ არა შანსი [მოხვდეთ ტოპ 4-ში], მაგრამ შევეცდებით, და თუ ეს შესაძლებლობა გაჩნდება, ჩვენ ამას ნამდვილად გამოვიყენებთ.
შეიძლება ახლა მეხუთე ან მეოთხე ვყოფილიყავით და არა მეშვიდეზე? დიახ, გარკვეულ ეტაპზე უფრო მეტიც შეგვეძლო, მაგრამ ტრავმებთან გამკლავება ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა”, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.





