FIFA-მ ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი 2020 წელს საუკეთესო სპეციალისტად დაასახელა.
გერმანელის ხელმძღვანელობით, წითლებმა 30 წლის შემდეგ პირველად შეძლეს ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება.
წლის საუკეთესო კაცი მწვრთნელის ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ: მარსელო ბიელსა (ლიდსი, არგენტინა) და ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი, გერმანია).
წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელის ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ: ემა ჰეიზი (ჩელსი, ინგლისი), ჟან-ლუკ ვასერი (ლიონი, საფრანგეთი) და სარინა ვიგმანი, რომელიც ნიდერლანდების ნაკრებთან მუშაობს და გამარჯვებულიც სწორედ ის გახდა.





