ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1982 წლის მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და ჩემპიონი რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
პაოლო როსის, 1982 წლის მუნდიალზე იტალიის გაჩემპიონებაში ლომის წვლილი მიუძღვის. მან ტურნირზე საერთო ჯამში 6 გოლი გაიტანა და გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მოიპოვა. წლის ბოლოს მას შრომა დაუფასდა და დამსახურებულად „ოქროს ბურთითაც“ დაჯილდოვდა.
![]()
სხვადასხვა წლების განმავლობაში ის კომოს, „ვიჩენცას“, „პერუჯას“, „იუვენტუსის“, „მილანისა“ და „ვერონას“ ღირსებას იცავდა. მუნდიალთან ერთად, მას რამდენჯერმე აქვს მოგებული იტალიის სერია A და ჩემპიონთა თასი.








