ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკნითი მატჩი მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ბარსელონას“ შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მიზეზი გერმანიაში, კორონავირუსთან არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
გერმანიის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა „კამპ ნოუზე“ „ბაიერნის“ გამარჯვებით, ანგარიშით 0:3 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი 8 დეკემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში პირველ ადგილს 15 ქულით მიუნხენელი ფეხბურთელები იკავებენ, მეორე პოზიციაზე კი 7 ქულით „ბარსელონა“ იმყოფება.








