24 წლის ფეხბურთელი ირაკლი კამლაძე კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებს. ინფორმაცია იმერულმა გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახალგაზრდა მცველი სამტრედიულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფეხბურთელი ახალ გუნდში 18 ნომრიან მაისურს მოირგებს.
კამლაძეს სხვადასხვა დროს საჩხერის “ჩიხურაში” “ვიტ ჯორჯიაში” და თბილისის “ლოკომოტივში უთამაშია. 24 წლის მცველი ბოლოს მარტვილის “მერანში” გამოდიოდა.





