ბათუმის “დინამო” ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ეს ყველაფერი დიდ წილად დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე მოხდა.
ბათუმის “დინამოს” რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი იყო. აზაროვმა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და მისი ფასი Transfermarkt-ზე ერთი მილიონი ევროა.
ბოლო პერიოდში რუსულ და ქართულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ირაკლი აზაროვის გადაბირებით “კრასნოდარია” დაინტერესებული.
ჟურნალისტ ივან კარპოვის ინფორმაციით, “კრასნოდარმა” 2 მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთა.
“კრასნოდარი” ქართველი ფეხბურთელით ჯერ კიდევ აგვისტოში ინტერესდებოდა. მისი ყიდვა თურქულ “ტრაბზონს” და ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” სურს.
შეგახსენებთ, რომ აზაროვი გუშინ 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მცველად დაასახელეს, 2 დღის წინ კი ელიგის საუკეთესო მცველიც გახდა და წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.





