საქართველოს ნაკრებისა და “დინამო ბათუმის” ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი თურქული “ტრაბზონსპორის” და “ბაზელის” რადარზეა.
Fotospor-ის ცნობით, ქართველი მცველისთვის ბრძოლაში შვეიცარიული კლუბიც ჩაერთო. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმელებმა 1.2 მილიონი ევროს შეთავაზება დაბლოკეს და იანვარში ახალი შეთავაზებებისთვის ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ “ტრაბზონსპორი” ირაკლი აზაროვის შეძენით ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ ბათუმის “დინამომ” ახალგაზრდა ფეხბურთელის შენარჩუნება მოახერხა.
ცბობისთვის, ირაკლი აზაროვმა “დინამო ბათუმის” შემადგენლობაში 41 მატჩი 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
აზაროვს წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.








