UFC-ის ქვემსუბუქ წონით კატეგორიის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ტოპ 15-ში შევიდა, მან რეიტინგში ალექს კასარესი ჩაანაცვლა და მე-15 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ “მატადორმა” რამოდენიმე დღის წინ რაიან ჰოლი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და თავის პროფესიონალურ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 2020 წლიდან ასპარეზობს და ის ოქტაგონზე უკვე მესამედ ვიხილეთ და სამივეჯერ დადებით შედეგს მიაღწია.





