ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სოციალურ ქსელში შოჰეი ონოს ოლიმპიური ჩემპიონობა მიულოცა. ასევე მათ ლაშა შავდათუაშვილზეც ისაუბრეს:
“ძიუდოს ორ ჭეშმარიტ ლეგენდას შორის საოცარი ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებული შოჰეი ონო გამოვიდა. შავდათუაშვილმა საოცარი ბრძოლა გამართა და ახლა უკვე მესამე ოლიმპიური მედლით ბრუნდება სახლში. მას ახლა უკვე ოფიციალურად აქვს სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ვულოცავთ ორივე ფინალისტს, მომაჯადოვებელ ბრძოლას”. – ნათქვამია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ,რომ ლაშა შავდათუაშვილი ფინალში უძლიერეს იაპონელ ძიუდოისტს, შოჰეი ონოს შეხვდა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა. ქართველი ფალავანი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა და საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.





