ორი დღის წინ, კოპა იტალიას 1/4 ფინალში, რომელუ ლუკაკუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ორივე ფეხბურთელი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
იბრაც და ლუკაკუც, კოპა იტალიას მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ, თუმცა, Sky Sport-ის მტკიცებით, ფეხბურთელებს უფრო მკაცრი სასჯელი ელით, რომელსაც სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ ადგილობრივმა პროკურატურამ შესაძლოა აღნიშნულ ინციდენტზე მოკვლევა დაიწყოს. მიზეზი კი ერთმანეთის მიმართ რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებია.
წადი, დედაშენს დაურეკე – რატომ დაიწყო ზლატანის და ლუკაკუს დაპირისპირება





