ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Corriere della Sera-სთან იმ სირთულეების შესახებ ისაუბრა, რომელიც ბავშვობაში შეემთხვა.
“ის ბავშვი ვიყავი ვინც ყოველთვის იტანჯებოდა. ახალი დაბადებული ვიყავი და მედდას ერთი მეტრის სიმაღლიდან დავუვარდი. მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი”.
“სკოლაში განსხვავებული ვიყავი: ყველა ქერა იყო, ღია თვალებითა და წვრილი ცხვირით, მე კი მუქი ვიყავი, სქელი, დიდი ცხვირით. მათსავით ვერ ვლაპარაკობდი და ვმოძრაობდი”.
“კლასელების მშობლები ჩემს გაგდებას ითხოვდნენ. ვერ მიტანდნენ. და თავიდან ამაზე ცუდ რეაგირებას ვახდენდი”, – თქვა ზლატანმა.
შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ქალაქ მალმიოში, ბალკანელი ემიგრანტების ოჯახში გაიზარდა.
ცნობისთვის, მან მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა.





