ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Corriere Della Sera-სთან მარკო მატერაცისთან დაპირისპირებები გაიხსენა და ასევე ბერლუსკონიზეც ისაუბრა.
“მატერაცისთან ანგარიში გასასწორებელი წლების განმავლობაში მქონდა და დერბიში მოვაგვარე. ერთხელ პიპო ინძაგიმ თქვა, რომ მისი საუკეთესო დერბი იყო, იბრას გოლით მოგებული დერბი და საავადმყოფოში გაგზავნილი მატერაცი. რა თქმა უნდა, ხუმრობდა.”
“ბერლუსკონი ძალიან კარგი ადამიანია. ერთ კვირას “სან სიროზე” თამაშს ტრიბუნიდან ვუყურებდი და მაიძულა მის გვერდით დავმჯდარიყავი. მერე კი მეუბნება: იბრა, წინააღმდეგი ხომ არ იქნები ერთი ადგილით რომ გადაიწიო? ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი მოდის. ვიფიქრე, რომ პოლიტიკოსი მოდიოდა, სამაგიეროდ, ლამაზი ქალი მოვიდა, შთამბეჭდავი ქუსლიანები ეცვა. ბერლუსკონიმ კი თვალი ჩამიკრა. ჰო, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, შესაძლოა, მისთვის მართლაც იყო”, – განაცხადა ზლატანმა.





