მანჩესტერ სიტისა და დორტმუნდის ბორუსიას შეხვედრის დასრულების შემდეგ, ძალიან უცნაური ფაქტი დაფიქსირდა.
გვერდითმა არბიტრმა, სებასტიან გეორგემ დორტმუნდელთა ნორვეგიელ სუპერვარსკვლავ ერლინგ ჰოლანდს ავტოგრაფი სთხოვა, რამაც ყველას გაკვირვება გამოიწვია.
მოგეხსენებათ, ეს საქციელი მიუღებელია, მსაჯებმა თუ სხვა ოფიციალურმა პირებმა მოთამაშეებს მსგავსი თხოვნით არ უნდა მიმართონ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით უეფა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მას მკაცრად დასჯიან.





