კოსოვოს ნაკრებთან გამარჯვების (1:2) შემდეგ, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ”, – განაცხადა კაშიამ.





