გურამ გიორბელიძე კარიერას დრეზდენის „დინამოში“ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების მცველი გერმანიის მეორე ბუნდელიგის გუნდთან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს. ინფორმაციას საქართველოს პირველ არხი ადასტურებს.
გურამ გიორბელიძე გასული წლის ზაფხულში ჩაირიცხა ავსტრიულ ვოლფსბერგერში, სადაც ადგილიც დაიმკვიდრა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებშიც მიიწვიეს.
დრეზდენის „დინამო“ აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კლუბია, რომელიც წელს მეორე ბუნდესლიგაში დაწინაურდა.
გურამ გიორბელიძეს „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, დრეზდენის „დინამოში“ ის 2022 წლის ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს.








