საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გურამ გიორგბელიძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „დინამო დრეზდენში“ გააგრძელებს. ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
25 წლის მცველი ახალ კლუბს იჯარის წესით შეუერთდა და „დინამოში“ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება, სადაც 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გიორბელიძე ბოლოს ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა და კლუბის შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა.





