ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გური გიორბელიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ჯაბა კანკავას ემშვიდობება:
“მადლობა ჯაბა ყველაფრისთვის! საუკეთესო ადამიანი და ფეხბურთელი ხარ, ბევრი ვისწავლე შენგან და დღემდე ვსწავლობ. მადლობა კაპიტანო.” – წერს გურამ გიორბელიძე.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 100 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.








