მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას მამამ, ვალენტი გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების შესახებ ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალთან გამარჯვება ოცნების ასრულება იქნება. თუ მანჩესტერ სიტი „სამეფო კლუბს“ დაუპირისპირდება, იმედი მაქვს, რომ ისინი გაიმარჯვებენ“.
პეპის, როგორც ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელის შესახებ:
„მე მისი მამა ვარ და არ მსურს ტრაბახი. იოჰან კრეიფიც ძალიან კარგი სპეციალისტი იყო და საერთოდ, თითოეულ მწვრთნელს საკუთარი პლუსი აქვს.
აი რა ვიცი: პეპს მატჩების წინ არ სძინავს. ის ყველაფერს აანალიზებს”, – თქვა ვალენტი გვარდიოლამ Sports 5-ის ეთერში.





