როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ეკატერინე გორგოძემ. ქართველმა ჩოგბურთელმა ელიტისკენ მიმავალი გზის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა.
გორგოძის მეტოქე პირველ ეტაპზე მექსიკელი მეჩოგნე რენატა ზარაზუა იყო, რომელიც რეიტნიგნის 141-ე ნომერია.
გორგოძემ პირველი სეტი 6:4 მოიგო, მეორე პარტიაში კი 4:6 წააგო.
მესამე გადამწყვეტ სეტში გორგოძემ ძალები მოიკრიბა და მეტოქეს 6:4 აჯობა.
როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ეკატერინე გორგოძის მეტოქე ბულგარელი ელისტა ჯკოსტოვა იქნება, რომელიც რეიტინგის 231 ნომერია.





