ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველ რაუნდში არგენტინელი ჩოგბურთელი ვიქტორია ბოსიოსი 6:2, 6:3 დაამარცხა და მე-2 წრეში გავიდა, სადაც ჩინელ ჩოგბურთელს იუ ქსიაოდის დაუპირისპირდება.
დიდი ალბათობით მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, გორგოძის მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ეგვიპტელი მაიარ შერიფი იქნება.
რაც შეეხება წყვილთა ტურნირს, ქართველი ჩოგბურთელი რუმინელი ირინა ბარასთან ერთად ასპარეზობს და პირველ რაუნდში არგენტინელი ჩოგბურთელები მარტინა კაპურო ტაბორდა და ლუსიანა მოიანო 6:4, 6:3 დაამარცხეს.
ქართველი და რუმინელი ჩოგბურთელის მეტოქეები მეოთხედფინალში გერმანელი კატარინა გერლაჩი და ჩილელი დანიელა სეგუელი იქნებიან.








