29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე კლუჟის მსაერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ითამაშებს.
გორგოძე და რუმინელი ირინა ბარა მეოთხედფინალში რუს ალიონა ფომინასა და ეკატერინა იაშინას შეხვდნენ და 7:5, 6:3 დაამარცხეს.
30 ოქტომბერს გორგოძე და ბარა ნახევარფინალში რუმინელ ჩოგბურთელებს ირინა კამელია ბეგუსა და ანდრეა მიტუს დაუპირისპირდებიან.








