გადაწყვეტილი ამბავია. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებს ბილბაო გამოაკლდა. არახალი ამბავია, რომ „ევრო 2020“ ის მატჩები 12 სხვადასხვა ქალაქში უნდა გამართულიყო, რომელთაგან უეფას ერთ-ერთ მათგანად ბილბაო ჰყავდა შერჩეული, თუმცა როგორც ირკვევა ესპანეთის ეს კოხტა ქალაქი ამ პატივს ჩამოაშორეს.
როგორც ბილბაოს მუნუციპალიტეტი იუწყება, მათ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოდან უკვე მიიღეს ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ტურნირი მასპინძელი ქალაქების ნუსხიდან ამოიღეს.
„უეფამ დღეს შეგვატყობინა, რომ ბილბაო ევროპის ჩემპიონატის მატჩებს აღარ უმასპინძლებს. ორგანიზაციამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად გვაცნობა. სამწუხაროა, მაგრამ ამიერიდან „სან მამესის“ სტადიონი ევრო 2020-ის ჩამონათვალში აღარ ფიგურირებს“ – ნათქვამია ბილბაოს ქალაქის საბჭოს განცხადებაში.
როგორც ირკვევა, უეფა ბილბაოს მზადებით უკმაყოფილო დარჩა და მოკვეთის მიზეზიც ეს გახდა. მისი სხვა ქალაქით ჩანაცვლებაც არ განიხილება. სავარაუდოდ, ის გამოთავისუფლებული მატჩები, რომელიც ბილბაოში უნდა გამართულიყო, ინგლისში ჩატარდება.





