ლუქსემბურგის დედაქალაქ ლუქსმებურგში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალიშვილმა მოუტანა.
ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ფინალურ შეხვედრაში საწმუხაროდ, ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა. სარდალიშვილმა ფინალურ ბრძოლამდე 4 მეტოქე დაამარცხა.
საქართველოსთვის კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი 66 კგ წონით კატეგორიაში თენგო ზირაქაშვილის ჰქონდა, თუმცა ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.





