თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ანორთოსისმა, კვიპროსის თასის ფინალში, დამატებით დროში ნიქოზიის ოლიმპიაკოსი 2:1 დაამარცხა ტიტულს დაეუფლა.
Στο γήπεδο η ομάδα μας. Πάμε Ανόρθωσις! pic.twitter.com/IblyfvXWdB
— Anorthosis Famagusta – Official (@anorthosisfc) May 15, 2021
სასიამოვნოა, რომ ამაში გუნდის ოთხივე ქართველმა ფეხბურთელმა თავისი წვლილი შეიტანა. ისინი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდნენ და ტიტულის მოგებაში საკუთარი საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანეს.
Η σύνθεση της ομάδας μας! pic.twitter.com/GNtHTXsqGH
— Anorthosis Famagusta – Official (@anorthosisfc) May 15, 2021
მატჩის პირველი გოლი 59-ე წუთზე არტამატასმა გაიტანა და ფამაგუსტელები დააწინაურა, თუმცა ორ წუთში სარფომ ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროის დასრულებამდე არაფერი შეცვლილა.
#anoflive GOALLLLLLL GOALLLLL GOALLLLLLLL GOALLLLLL #Arty4 59' @anorthosisfc vs @OlympiakosNic 1-0 pic.twitter.com/M595I8IQM9
— Anorthosis Famagusta – Official (@anorthosisfc) May 15, 2021
დამატებითი დრო ორმხრივი შეტევებით მიდიოდა, როცა გიორგი ქვილითაიამ 110-ე წუთზე (ცოტა საკამათო) გოლი გაიტანა და ანორთოსისს კვიპროსის თასი მოაგებინა.





