საქართველოს ნაკრების ფორვარდს შესაძლოა მალე ახალი ნავსაყუდელი ჰქონდეს. როგორც რამდენიმე ბერძნული გამოცემა წერს, გიორგი ქვილითაიას გადაბირება „პანათინაიკოსს“ სურს და ეს ტრანსფერი სეზონის დასრულების შემდეგ განხორციელდებაო.
შეგახსენებთ, ქვილითაია ბელგიური „გენტის“ საკუთრებაა, თუმცა ამჟამად კვიპროსულ „ანართოსისში“, რომელსაც თემურ ქეცბაია წრთვნის იჯარის წესით თამაშობს.
ქართველი ფეხბურთელი „ანართოსისს“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა და 26 მატჩში 14 გოლის გატანა უკვე მოასწრო.
„პანათინაიკოსი“ საბერძნეთის ტიტულოვანი გუნდია და არც ისე შორეულ წარსულში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც სისტემატიურად თამაშობდა. მიმდინარე სეზონშიც მეორე ადგილზე იმყოფება.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვფიქრობთ, გიორგი ქვილითაიასთვის ათენურ გუნდში გადასვლა ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს.





