საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ “სერენში” დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. ”სერენი” დერბიში მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა.
ახალგაზრდა შემტევი “სტანდარტ ლიეჟის” წინააღმდეგ შეხვედრაში 46-ე წუთზე ჩაერთო და მთელი მეორე ტაიმი ითამაშა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში სწორედ გიორგი მიქაუტაძემ “სერენის” იუპერლიგაში დაწინაურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს 15 სექტემბერს ბელგიის თასის მატჩში “ლოკორენო-ტემსეს” წინააღმდეგ გამართავს.






