გიორგი მიქაუტაძემ “Eleven Sports”-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მაისურით შვედთთან სადებიუტო მატჩი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ზლატანის საქციელით იმედგაცრუებულია.
იმ შეხვედრაში სკანდინავიელებმა 1:0 მოიგეს, შვედმა ფორვარდმა კი საგოლე პასი მიითვალა.
“ზლატანი ჩვენს მცველებს შეურაცხყოფას აყენებდა, ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. დიდი ზლატანი სულ სხვანაირი მეჩვენა, თუმცა, რა თქმა უნდა, მას ძალიან დიდი საფეხბურთო კლასი აქვს”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ბათუმი არენაზე შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გიორგი ამ სანაკრებო შეკრებაზე “ჯვაროსნებს” ვერ დაეხმარება, რადგან მან საზარდული დაიზიანა.





