საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იჯარის წესით ბელგიურ “სერენს” შეუერთდება.
ახალგაზრდა ქართველმა ფრანგულ “მეცთან” ერთად პრე-სეზონის შეკრება გაიარა და ლიგა 1-ის პირველ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის განათხოვრება გადაწყვიტა.
მიქაუტაძე წინა სეზონში ასევე საიჯარო ხელშეკრულებით “სერენში” ირიცხებოდა და ბელგიური კლუბის ჟუპიერ ლიგაში დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანა.





